გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე აჭარის რეგიონს სტუმრობდა, სადაც სოფელ ადლიაში შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
"გარემოს დაცვის სამინისტროს თავისი წვლილი შეაქვს აჭარის განვითარებაში. გასულ წლებში დაშვებული შეცდომების გამო, ეს პლაჟი აქამდე არ იყო და ჩვენ ახლა გვიხდება სანაპირო ზოლის თავიდან შექმნა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სანაპირო ზოლის თუნდაც ერთი მეტრი გამოუყენებელი დავტოვოთ. ჩემი აზრით, აქ ძალიან მნშვნელოვანიო სამუშაოები ტარდება," განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ადლიის სანაპირო ზოლის დაცვის სამუშაოები სანაპირო ზოლის შენარჩუნებისთვის მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან 100 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის შემოტანას ითვალისწინებს ზღვის სანაპიროზე. სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაფინანსებით მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
გოგა ხაჩიძე მიმდინარე და დასრულებულ ნაპირსამაგრ სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად მოინახულებს.
მასალის გამოყენების პირობები