უზბეკური "უზენეშტრანს"-ი ქართული სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით დაინტერესდა. ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და უზბეკეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კომპანია „უზენეშტრანს"-ის გენერალურ დირექტორს ფარუხ ზარგაროვს შორის.
აღსანიშნავია, რომ „უზენეშტრანს"-ი უზბეკეთის საგარეო სავაჭრო ტვირთების ერთ-ერთი მთავარი ექსპედიტორია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის პერსპექტივები. უზბეკეთის მიერ დაფიქსირდა ტვირთების გადაზიდვისათვის ტრანსკავკასიური, კერძოდ კი ქართული სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების ინტერესი.