არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი მომღერალი ემინი (Emin) თბილისს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. წარმოშობით აზერბაიჯანელი და მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ემინ აგალაროვი თბილისში 1 ივნისს კონცერტს გამართავს.
პოპულარული შემსრულებლის გამოსვლა ორკესტრთან ერთად თბილისის საკონცერტო დარბაზში (Tbilisi Concert Hall) 1-ელ ივნისს 20:00 საათზე გაიმართება.
კონცერტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანული კომპანია
BEAT GROUP, SOCAR, ქართული მხრიდან სარეკლამო კომპანია MAX PROM - ი
აღსანიშნავია, რომ ეს ემინის საქართველოში პირველი კონცერტია.
ემინ აგალაროვი არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ლეილა ალიევას ყოფილი ქმარი, რომელთანაც ემინს 3 შვილი ყავს. ემინ აგალაროვი არის საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენის არას აგალაროვის შვილი, რომელიც უმსხვილესი Crocus Group-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტია. თავად ემინი კი Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტია და ბიზნეს წრებში საკმაოდ დიდი პოპულარულობითა და წარმატებით სარგებლობს.
დღეისათვის მუსიკოსს გამოცემული აქვს ცხრა ინგლისურენოვანი ალბომი, კონტრაქტები აქვს დადებული მსოფლიო კომპანიებთან Warner Music და Sony ATV Music Publishing-თან, ასევე გამოცემული აქვს რუსულ ენაზე რამდენიმე ალბომი
მომღერალი დუეტებს ასრულებს A'Studio-თან, თამარ გვერწითელთან, სოსო პავლიაშვილთან, ვალერი მელაძესთან, გრიგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინთან, ლაიმე ვაიკულესთან და სხვა შემსრულებლებთან.