"ქართულმა ოცნებამ", როგორც ერთ დამპალ ვაშლს რომ ჩადებ კალათაში და შემდეგ ეს ყველა ვაშლს გადაედება, დაგვინგრია ჩვენ ყველაზე მთავარი ინსტიტუტების მიმართ რწმენა, როგორიც არის პოლიცია, იუსტიციის სახლი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ IRI-ს ახალ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "ევროპული საქართველოსთვის" სასიხარულო და მნიშვნელოვანია დავით ბაქრაძის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოპოზიციისა და ხელისულფების წარმომადგენლებს შორის.
"ქართულმა ოცნებამ, როგორც ერთ დამპალ ვაშლს რომ ჩადებ კალათაში და შემდეგ ეს ყველა ვაშლს გადაედება, დაგვინგრია ჩვენ ყველაზე მთავარი ინსტიტუტების მიმართ რწმენა, როგორიც არის პოლიცია, იუსტიციის სახლი. ანუ კორუფცია, როგორც მეტასტაზი, როგორც დამპალი ვაშლი ქართული ოცნების პირობებში მოედო მთელ ინსტიტუციებს. ამან განაპირობა ზუსტად მათ შორის ის, რომ ქართული ოცნების ლიდერების მხარდაჭერა ვარდება. რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ გააფუჭა ინსტიტუტები და შემდეგ ამან გამოიწვია ქართული ოცნების ლიდერების მხარდაჭერის ვარდნა იმიტომ, რომ მათ პერსონალური არაფერი გააჩნიათ. ხალხი ენდობოდა პრემიერ-მინისტრს იმიტომ, რომ აირჩია და უნდა, რომ მან რამე გაუკეთოს. ხალხი ენდობოდა პოლიციას და შესაბამისად რეიტინგი ჰქონდა მინისტრს იმიტომ, რომ ენდობოდა რომ გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს საპირისპიროს. იზრდება კრიმინალი, უმუშევრობა, სიღარიბე, კორუფცია და პატრონი არ ჰყავს ქვეყანას", - განაცხადა გიგი უგულავამ.