მოძრაობა "რატომ?" ტელეკომპანია "იმედთან" მდუმარე აქცია გამართა. მოძრაობის წევრებმა აქციის დაწყებამდე განაცხადეს, რომ 7 ნოემბერი ის თარიღია, როცა ხელისუფლებამ საკუთარი ძალადობრივი პოტენციალის ილუსტრირება მოახდინა.
"დღევანდელი შეკრება არის 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გახსენება და იმ ძალადობის გაპროტესტება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების და დამოუკიდებელი ტელევიზიის, "იმედის" წინააღმდეგ განახორციელა", _ აცხადებენ მოძრაობის წევრები
"რატომ?"-ის მიზანია, ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობაში," - განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.
აქციაზე წარმოდგენილი იყო 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის ამსახველი ფოტომასალაა. აგრეთვე აქციაზე სიმბოლურად საფლავის ქვები მიიტანეს, რომლებზეც ეწერა _ "2007 წლის 7 ნოემბერი -დანაშაულის ადგილი";