44 წლის სთეისი აბრამსი, შესაძლოა გახდეს აშშ-ის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი გუბერნატორი. მისი კანდიდატურა ჯორჯიის შტატის არჩევნებში წამოაყენა დემოკრატიულმა პარტიამ. შიდაპარტიულ მარათონში მან გადაუსწრო სტეისი ევანს.
სთეისი აბრამსი იყო შტატის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი. მას მხარი დაუჭირეს ქალთა გაერთიანებებმა, ასევე ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და ბერნი სანდერსმა. სთეისი აბრამსი ეფუძნება უმცირესობასთან დიალოგის სტრატეგიას.
რათა გახდეს პირველი აფროამერიკელი გუბერნატორი, აბრამსმა უნდა დაამარცხოს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, რომლის სახელიც ივლისში განისაზღვრება. ნებისმიერ შემთხვევაში ის უკვე შევიდა ისტორიაში როგორც პირველი გამარჯვებული გუბერნატორობის კანდიდატი. 2000 წლიდან გუბერნატორის არჩევნებში უცვლელად იმაჯვებენ რესპუბლიკელები.