მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საგურამოში არსებული ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 172-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბებიან. სახლ-მუზეუმთან არსებულ _ ილია მართლის სახელობის ტაძარში, დილის 9 საათზე საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. წირვის დასრულების შემდეგ, 14.00 საათზე გაიმართება ღონისძიება, რომელსაც იქ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 8 ნოემბერს, ი. ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ტრადიციულად ხდება ქართველი მწერლების დაჯილოვება ფულადი პრემიით და სხვადასხვა ჯილდოებით, რომელთა შორის ყველაზე საპატიოს _ "ილიას მედალი' წარმოადგენს. მსგავსი ღონისძიება საგურამოში რამოდენიმე წელია იმართება და ის უკვე ტრადიცილ სახეს იძენს.