საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად პარლამენეტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ გადაწყვკტილება დავით ბაქრაძემ დღეს სესიაზე
მას შემდეგ მიიღო, რაც ჯონდი ბაღათურიამ გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის შექმნას და მის თავმჯდომარეობას ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ზვიად გამსახურდიას შვილს, ოპოზიცონერ კონსტანტინე გამსახურდიას სთავაზობდა, თუმცა კომისიის შექმნა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა.
დეპუტატმა ქვეყნის ერთ-ერთ უბედურებად ერთმანეთში კინკალაობა და შური დაასახელა და იქვე დასძინა, რომ წლების წინ ხელისუფლება სამხედრო ძალით დაემხო, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა პრეზიდენტი, მაგრამ მისი სიკვდილი არავის გამოუძიებია.
ბაღათურიას წინადადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საინტერესო უწოდა და დეპუტატს ინიციატივის ოფიციალურად წარდგენა ურჩია, რათა განცხადება მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს და საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.