ნაციონალისტური დაჯგუფების წევრები, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კონტრაქციის ერთ-ერთი წევრი მოითხოვდა პარლამენტის შენობასთან გადანაცვლებას, სადაც "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან გადანაცვლების წინააღმდეგი იყო კონტრაქციის მეორე მონაწილე, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია მათ ტერიტორიაზე არ უშვებს.
სწორედ უარის შემდეგ მოხდა დაჯგუფების წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრებმა ლონდონის პარკის მიმართულებით გადაინაცვლეს.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ისინი 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კაფე “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია.