დღეს, 10 აგვისტოს, 22:00 საათზე, ბათუმში ბარ "Black Barრ-ში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, ირაკლი ნასიძისა და ჟან პოლ კნოტის ერთობლივი ჩვენება გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილიში გამართული "მოდის კვირეული" ცნობილი დიზაინერის - ირაკლი ნასიძის პროტექციით საქართველოში პირველად ჩატარდა. 26 მარტს დიზაინერმა ის თავისი კოლექციის ჩვენებით გახსნა. ჩვენების შემდეგ კლუბ "ქალაქურში" მოეწყო Aფტერ პარტყ. პერფორმანსი დახურული ტიპის იყო და მას ძირითადად საფრანგეთიდან ჩამოსული სტუმრები, ღონისძიების სპონსორები, მოდის ინდუსტრიაში ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.