თბილისი.06.11.09."ჯი-ეიჩ-ენი". ხვალ, 7 ნოემბერს, ახალციხის რაიონის სოფელ საკუნეთში 28-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის, ~მტკვარიჰესის~ მშენებლობა დაიწყება. მშენებლობის დაწყების ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრება.
პროქტს კომპანია ~კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა~ ახორციელებს.
~კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა~ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 70 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამუშაო 3 წელიწადში დასრულდება.
~კავკასიის ენერეგეტიკა და ინფრასტრუქტურის~ (ჩEI, GშE: NღGY) შვილობილმა კომპანია ~მტკვარმა" ახალციხისა და ასპინძის რაიონებში ~მტკვარიჰესის~ პროექტისთვის საჭირო 61 ჰექტარი მიწა შეიძინა. მიწების ნაწილი შეისყიდეს კერძო მფლობელებმა, ნაწილი _ სახელმწიფომ, პირდაპირი შესყიდვის წესით. შეძენილი მიწები გამოყენებული იქნება ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოსთვის, წყალმიმღებისთვის და შეტბორვის ზონად.