სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ბაქოში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრისთვის ძალისხმევას გააძლიერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ~ინტერფაქს-რელიგია~ ავრცელებს.
"რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრაზე ითქვა, რომ მეგობრობა და ურთიერთგაგება ორ ეკლესიას შორის არის საწინდარი იმისა, რომ დროთა განმავლობაში ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა აღდგება~, - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა ნიკოლაიმ.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პატრიარქების პირველი შეხვედრა იყო, ისინი ერთმანეთს ძველი მეგობრებივით შეხვდნენ.