7 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავს, საქართველოს სახალხო არტისტს, დოდო ჭიჭინაძეს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
დოდო ჭიჭინაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოჩენილ მსახიობს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
დოდო ჭიჭინაძეს კინოსა და თეატრში განსახიერებული აქვს მრავალი საინტერესო როლი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი კინოროლები ფილმებიდან "ბაში-აჩუკი", "დავით გურამიშვილი", "ჭრიჭინა" და სხვა.