გიორგი ბარამიამ და დალილა ხორავამ ჩუღურეთის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მოინახულეს და სამედიცინო ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცეს.
487 აფხაზეთიდან დევნილს, უფასო ამბულატორიულ გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმები ჩაუტარეს და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყვეს. დევნილებს ამერიკული ორგანიზაცია ჩაუნტერ Pარტ Iნტერნატიონალ-ის მიერ გამოყოფილ ჰუმანიტარული დახმარებაც გადაეცათ.
დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების პროგრამა აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ჩუღურეთის რაიონის კომპაქტურად ჩასახლებელ (პროფტექნიკური სასწავლებელი, ტუბდისპანსერის ორი კორპუსი და აჭარის #10) დევნილ მოსახლეობას სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.
გიორგი ბარამიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცვნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
აფხაზეთის მთავრობა მსგავსი სახის პროგრამების განხორციელებას თბილისის სხვა რაიონებშიც გეგმავს.