8 ნოემბერს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, "აფხაზეთობა" გაიმართება. სახალხო ზეიმი აფხაზეთის მთვარობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ეწყობა.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო ზეიმი აფხაზური ოდის "აკუასკა"-ს პრეზენტაციით გაიხსნება, სადაც საზოგადოება თავადი ანჩაბაძის სახლის ექსპოზიციას გაეცნობა, რის შემდეგაც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "აფხაზური ქორწილის" ინსცენირებას წარმოადგენს.
12:00 დან 17:00 საათამდე, ეთნიგრაფიულ მუზეუმში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება, სადაც საკონცერტო პროგრამას აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსაბლი და ფოლკლორული ჯგუფები წარმოადგენენ. მოეწყობა აფხაზეთის მხატვართა და აფხაზეთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ასევე სპორტული შეჯიბრებები აფხაზეთის სპორტული კლუბებისა და სპორტსმენების მონაწილეობით.
აფხაზეთის კულტურის დღეების დახურვა ამფითეატრში, 19:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებებს საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან.