ოჯახში მოძალადეთა რაოდენობის მიხედვით, სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თბილისსა და მცხეთა-მთიანეთშია აღრიცხული. მეორე ადგილზე კი აჭარის რეგიონია.
მიმდინარე წლის ექვს თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტუკური მონაცემების მიხედვით, თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში რეგისტრირებულია ერთი მოძალადე ქალი და 63 მოძალადე მამაკაცი. ხოლო აჭარაში 4 მოძალადე ქალი და 20 მამაკაცია დაფიქსირებული.
სულ ქვეყნის მაშტაბით რეგისტრირებულია 5 მოძალადე ქალი და 93 მოძალადე მამაკაცი. მსხვერპლთა რაოდენობა კი შესაბამისად 92 ქალი და 6 მამაკაცია.