შვედი დიჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, იგივი Avicii რამდენიმე საათის წინ, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მუსიკოსი ომანის დედაქალაქ მასკატში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მუსიკოსმა 2016 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლაივ-კონცერტებზე გამოსვლა შეწყვიტა. მას მწვავე პანკრეატიტი ჰქონდა.
Avicii მრავალი ცნობილი ნამუშევრის ავტორია, მათ შორის Levels, Wake me Up, Addicted to you და ა.შ.