რეკორდული ფასი - 7.7 მილიონი დოლარი, იქნა გადახდილი ნიუ- იორკში Christie's აუქციონზე საქსონიის კურფიურსტის პორტრეტისთის, რომელიც ლუკას კრანახ უფროსის მიერ იყო შესრულებული 1531 წელს. ამის შესახებ აუქციონის პრესსამსახურმა განაცხადა.
"ეს არის საბოლოო ფასი, აუქციონის სახლის პრემიის ჩათლით", - დასძინა მან.
ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნამუშევარი იქნა გატაცებული ნაცისტების მიერ პირადი კოლექციიდან და ბოლო 75 წლის მანძილზე ითვლებოდა დაკარგულად.