10 ნოემბერს, 13.00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსში გამომცემლობა "გორგა" აწყობს გამომცემლობისა და ახალი წიგნების პრეზენტაციას.
წარმოდგენილი იქნება გოდერძი ჩოხელის მოთხრობები ბავშვებისთვის "დამიბრუნე ჩემი ირმები". გარდა ამისა, გამომცემლობა წარმოადგენს დამხმარე ფსიქოლოგიურ ლიტერატურას მშობლებისთვის სერიიდან "მშობლები და ბავშვები~.
სერიიდან "შემეცნებითი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო~ წარმოდგენილი იქნება ორი კრებული "იაპონური ზღაპრები" და "ბრაზილიური ზღაპრები".