თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ ბელიაშვილის ქუჩაზე შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს.
როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, ისინი მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი შავკანიანები იყვნენ.
მისივე თქმით, მოძალადეები სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ.
ის აქვე წერს, რომ პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ მომხდარის "დავიწყება ურჩიეს".
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.