16 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება. აუქციონზე გამოტანილი იქნება გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები, ჯამში 3 ობიექტი.
გასაყიდი ობიეტებია: რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში, ამბროლაურის სატყეო უბანზე, ყოფილი სატყეო ნიკორწმინდა, საწყისი ფასით 794 184 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში, ამბროლაურის სატყეო უბანზე, ყოფილი სატყეო- ლიხეთი, საწყისი ფასით 487 103 ლარი; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში, ამბროლაურის სატყეო უბანზე, ყოფილი სატყეო თხმორი, საწყისი ფასით 91 336 ლარი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 12 აგვისტომდე მოხდება. ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება.
2010 წლის პირველ 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად
შემოსულმა თანხამ 4,5 მლნ. ლარი შეადგინა.