ადგილობრივ ბაზარზე ფქვილი 8-10 პროცენტით გაძვირდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციიაში" განუცხადეს დრეისათვის ერთი თომაფა ფქვილის ღირებუება 35 ლარიდან 36 ლარანდეა მაშინ როდესაც ერთი თვის უკან ფქვილის ფასი 33 ლარი იყო.
ასოციაციაში სამომავლოდ ფქვილისა და ხორბლის გაძვირებას აღრარ მოელიან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ რუსეთშარსებული გვალვის გამო ხორბლის მოსავალი მართლაც განადგურდა თუმცა ქვეყანას მარაგები გათვალისწინებუზე 2 ჯერმეტი ქონდა და შესაბამისად ქვეყანა ხორბლის ექპორტს მაინც განახორციელებს. ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთი ბირჯაზე დრეს გამოიტანს ხორბლის მორიგ პარტიას, რაც ბაზრის გაჯერებას გამოიწვევს და ფასებიც დასტაბილურდება.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის უკან კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელმა კოკი ოსიპოვა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის გაძვირების პროგნოზი გააკეთა.
მისი განმარტებით, ტრეიდერები ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
"ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში ვართ და თუ აღმოჩნდა რომ ფრანგული და გერმანული ხორბალი ძვირი გვიჯდება, მაშინ ისევ ამერიკიდან შემოტანაზე ვიფიქრებთ"- განაცხადა კოკი ოსიპოვმა.
მისი განმარტებით, კრიზისის გამო რუსეთიდან ხორბლის შემოტანა კომპანიებისთვის მომგებიანი აღარ არის, მით უმეტეს რომ მწირი მოსავლის გამო რუსეთმა ხორბლის ფასის მომატება უკვე დაიწყო და ფოთში შემოტანილი განუბაჟებელი რუსული ხორბლის ღირებულება უკვე 260 დოლარია და მოუსავლიანობის გამო რუსეთი ფასს კიდევ გაზრდის.
სტატისტუკური მონაცემების თანახმად, ქვეყანა წლის განმავლობაში 800 ათას ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის 15 %-იც ადგილზე იწარმოება. იმპორტირებული ხორბლის 95 %-ი რუსეთზე, ხოლო დანარჩენი 5 %-იც ყაზახეთზე და უკრაინაზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიურმა ღაბობანკ -მა ხორბლის მსოფლიო ფასების პროგნოზი 10%-ით გაზარდა. ბანკის ანალიტიკოსების გათვლებით, უახლოესი 12 თვის განმავლობაში.
ხორბლის ფასი ტონაზე 184-დან 220 დოლარამდე იქნება. მანამდე საპროგნოზო მაჩვენებელი 165-202 დოლარს უტოლდებოდა. პროგნოზის შეცვლა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხორბლის წარმოების შემცირებას უკავშირდება.
ამასთან ევროპის და ამერიკის ბირჟებზე მარცვლეულის ფასებმა ზრდა უკვე დაიწყო.
სასურსათო ხორბლის ფასი პარიზში 1,8%-ით გაძვირდა.
ამერიკულ ბირჟებზე კი ფასებმა ზრდა რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის ფონზე დაიწყო: ჩიკაგოში სექტემბრის ფიუჩერსები 0,9%-ით გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ გვალვების გამო მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი უკრაინამ, რუსეთმა და ყაზახეთმა შეამცირეს.