საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცების ღვაწლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მთავრობაში მყოფი ადამიანების ცხოვრებაც შეიცვალა. პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის წევრთა მთავარ ცხოვრებისეულ მიზნად საქართველოს გათავისუფლება და გამთლიანება იქცა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საქართველოს პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორესთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
"2008 წლის შემდეგ, ბევრ ჩვენგანს, ვინც არის მთავრობაში აქვს განცდა, რომ ჩვენი ცხოვრება არ გვეკუთვნის ჩვენ და არ ეძღვნება ჩვენი გარემოცვის უზრუნველყოფას, ან უკეთესი ცხოვრების მოწყობას. ჩვენი ცხოვრება ეძვნება ჩვენ ქვეყნას და ჩვენ ბიჭებს, ვინც თავი გასწირა საქართველოსთვის. ჩვენი ცხოვრება არის დიდი ბრძოლა საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისათვის და ფეხზე დაყენებისათვის. ამ ბრძოლის საბოლო მიზანი და ამოცანა არის საქართველოს მთლიანი გათავისუფლება, რომელიც ასევე ჩვენს ბიჭებს მიეძღვნება. ღმერთი იმყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. მარადიული ხსოვნა ჩვენ ბიჭებს. ყველას მინდა გისუროვოთ გაძლება, ჩვენ ერს, ჯარს, ქვეყნის სულერ და ეროვნულ მხედრობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.