ხვალ, 3 აპრილს, 15:00 საათზე კაფე "ლოლიტაში" ხელოვან ლევან სონღულაშვილის გამოფენის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე გამოფენის კურატორი მარკ გისბურნი და ლევან სონღულაშვილი ისაუბრებენ საგამოფენო პროექტის - "სტიქსი"- შესახებ.
სტიქსი მულტიმედიური პროექტია, რომელიც აერთიანებს მხატვრობას, ვიდეოსა და ინსტალაციას. მის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრების სერია უკავშირდება მითიური მდინარე სტიქსის არსს. მდინარე რადიკალური ცვლილებების სიმბოლოა, აქედან გამომდინარე, გამოფენის ჩანაფიქრი იმერსიული გამოცდილების შექმნაა.
გამოფენა „გალერეა ერთი"-ში 4 აპრილს 19:00 ზე გაიხსნება.
პროექტის პარტნიორია თიბისი სტატუსი, მასპინძელი - Rooms Hotels.
(R)