პატრიარქი არის ჩემთვის სიმბოლო საქართველოსი, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. იქ იმყოფებოდა საქართველოს პატრუიარქი ილია მეორე.
"საქართველო, როცა შენდებოდა ქვეყანა აშენებდა ეკელსიებს, ტაძრებს თავის რწმენის, ვინაიდან რწმენა და ჩვენი სახლემწიფოებრიობა განუყოფელია. დღეს ჩვენთან არის ჩვენი პატრიარქი, ჩვენი სულიერი მამა. თავის თავად, დაუმარცხებლობის სიმბოლო, მტრის წინაშე აუღელვებლობისა და ძალიან დიდი სულიერი სიმტკიცით გამოწვეული სიმშვიდის. ის არის ჩემთვის სიმბლო საქართველოსი, ეს ეკლესია არის სიმბოლო საქართველოსი, ეს ეკლესია რომელიც აქ აშენდა ეძღვნება ჩვენს ბიჭებს. ყველა ჩვენი წაბორძიკების შემდეგ ვალდებული ვართ წამოვდგეთ და გავგრძლეოთ ჩვენი გზა, რადგან ეს გაზა ეძღვნებთ ჩვენს ბიჭებს", _ განაცხადა პრეზიდენტმა.