რუსული მედიის ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარი კონფლიქტის დროს რუსული საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების შესახებ ანგარიში მოამზადეს.
სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაკარგა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი, სამი ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული მსუბუქი ჯავშანტექნიკა. ასევე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ რუსული მხარის დანაკარგების შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოქვეყნებული იქნება კრებულში "ხუთდღიანი ომი", რომელიც საზოგადოების ასპარეზზე მომავალ კვირას გამოვა.
სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის რუსლან პუხოვის ინფორმაციით, ცენტრის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩამოგდებულ იქნა ექვსი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, კერძოდ, სამი "სუ-25", ორი "სუ-24" და ერთი "ტუ-22მ3". ამას გარდა, დადგინდა ისიც, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოხდა ავიაკატასტროფა და ჩამოვარდა ორი თვითმფრინავი - "მი-8მტკო" და "მი-24".
რაც შეეხება სახმელეთო ტექნიკას, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით რუსეთმა დაკარგა სამი ტანკი _ "ტ-72ბმ", "ტ-72ბ, "ტ-625". ეს ტანკები პუხოვის თქმით, ქართული მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა გაანადგურა. განადგურებულია ასევე - ცხრა "ბმპ-1", სამი "ბმპ-2", ორი "ბტრ-80", ერთი "ბმდ-2", სამი "ბმდმ-2" და ერთი "მტლბ-6".
ამას გარდა, პუხოვი ასევე აცხადებს, რომ საარტილერიო და სატანკო დაცხრილვის შედეგად 8 აგვისტოს განადგურებული იქნა 20 ერთეული ავტოტექნიკა, რომელიც რუს მშვიდობისმყოფელთა ბატალიონის ტერიტორიაზე იყო განთავსებული.
მომდივნო დღეს, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა ათი სატვირთო ავტომობილი "გაზ-66", 11 აგვისტოს ქართულმა ვერტმფრენებმა "მი-24" მა დაცხრილეს სარტვირთო ავტომობილების კოლონა და ორი "ურალის" ტიპის ავტომანქანა გაანადგურეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს დღემდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური მონაცემები თავისი ტექნიკის დანაკარგების შესახებ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველოსთან ომის დროს. 2009 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა მონაცემები ამ კონფლიქტში ადამიანური დანაკარგების შესახებ - მათი მონაცემებით - კონფლიქტის დროს დაღუპულია 67 რუსი სამხედრო. ამავე დროს, ქართული მხრიდან, თბილისის მონაცემებით გარდაცვლილია 412 ადამიანი, მათ შორის 170 სამხედრო და 228 მშვიდობიანი მოქალაქე.