მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტმა დაღუპული ჯარისკაცების დედებს მადლობას გადაუხდა და გმირები უწოდა. "შემთხვევით გმირები არ იბადებიან და გმირები შემთხვევით დედებს არ უჩნდებათ".
"ჩვენმა ბიჭებმა ჩაიდენიეს გმირული საქციელი თავი გასწირეს, რომ საქართველოს მომდგარი ბარბაროსები შეკავებინათ, ეს არ არის შემთხვევითი და ეს ბოლო ორმა წელმაც დადასტურა. თქვენ ნახეთ, როგორ შეინარჩუნეს მათმა ოჯახებმა ღირსება, როგორ გაუძლეს ყველანაირ წნეხს, ცდუნებას, პროპაგანადას. როგორ გაუძლეს ყველანირ მცდელობას, ჩრდილი მიეყენებინათ მათი დაღუპული შვილების ხსოვნისთვის, როგორ ამაყად შეინახეს თავისი შვილების ხსოვნის სევდა", - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა დაღუპული ჯარისკაცების დედებს.
პრეზიდენტთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სრულიად საქართველოს კატალიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა.