მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი რომის ოპერის თეატრში „სოფლის ღირსებაში“ სანტუცას პარტიას იმღერებს.
პიეტრო მასკანის ოპერის პრემიერა რომის ოპერის თეატრში 5 აპრილს შედგება. წარმოდგენები 8, 10, 12 და 15 აპრილს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ანიტა რაჭველიშვილი „სოფლის ღირსებაში“, სანტუცას პარტიას, პირველად იმღერებს.