ხვალ, 5 აგვისტოს, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშუ განუცხადეს, მინისტრი ვერა ქობალია ახალ თავმჯდომარეს თავად წარადგენს.
ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება 31 ივლისს ამოიწურა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო პროექტი - ,,საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება' ავტორსა და იმავდროულად ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯომარე უნდა გამოავლინოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა რომლის მიზანიც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელის შეწყობა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებისათვის ხელის შეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არა ნაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გამარჯვებული პროექტი შერჩეული იქნება ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საკითხის აქტუალობის შესაბამისად. საუკეთესო პროექტის ავტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის შემდგომი ეტაპების განვითარების ხელშესაწყობად.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ტავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქათველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას ზაალ აბაზაძე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.