ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ურჩევნია არ აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროპასთან.
"ადრე თუ გვიან თუ რაღაც არ მოხდება საერთაშორისო ურთიერთობებში ლუკაშენკოს რუსეთი მანც დააჩოქებს. მართალია ახლა ლუკაშენკო პრინციპულ პოზიციაზე დგას, მაგრამ ევროკავშირზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თუ მათ იგივე შეცდომა გაიმეორეს, რაც თურქეთთან მიმართებაში დაუშვეს, რის შემდეგაც ანკარა "ევროპის დახმარებით" რუსეთისკენ შემობრუნდა, ასე გაგრძელედა მინსკის შემთხვევაშიც იგივე გამეორდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
მისივე შეფასებით, ევროკავშირი თუ ბელორუს მიიღებს, დახმარებას აღმოუჩენს მაშინ რასაკვირველია ლუკაშენკოს ზურგი ძლიერი ექნება.
"ლუკაშენკოს ურჩევია არ აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროპასთან, მაგრამ ევროპა იგი გამოუვალ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს, რომ ის იძულებული გახდეს ხელგაშვერილი მივვიდეს ისევ რუსეთთან. ამიტომ ევროპაზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ სამწუხაროდ ევროპამ ბოლო ორ ათწლეულში ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, ეს იყო თურქეთთან მიმართებაში, კოსოვოს მაგალით და რუსეთთან ზომაზე მეტი კეთილგანწყობა", - განაცხადა ცინცაძემ.
მისვე თქმით, მარტო ლუკაშენკო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსია საქართველოზე დიდია, მაგრამ რუსეთზე ძალიან პატარაა თავის რესურსებით, მოსახლებით და ეკონომიკური პოტენციალით.
"თუ ევროპამ მინსკი მარტო დატოვა მოსკოვთან, მაშინ ლუკაშენკო იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს, ჩვენ ბოდიშს მოგვიხდის და იტყვის, რომ მას ევროპამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. მე ვშიშობ, რომ ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა ლუკაშენკოს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ დადებული პირობა შეახსენა.
მისი თქმით, რუსეთის საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით არის დაინტერესებული, თუმცა ეს არ არის თვითმიზანი.