საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ბიზნეს გაერთიანებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას განაგრძობს.
მსგავსი თანამშრომლობის მემორანდუმი "საქსტატმა" დღეს ხუთ დარგობრივ ასოციაციასთან გამოფრმა.
"საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია", "საქართველოს ბანკების ასოციაცია", "ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია", "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია" და "ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭო", ამიერიდან ვალდებულნი არიან "საქსტატს" სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდონ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდანაც საჭირო ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღონ.
"ჩვენი მიზანია, რომ ბიზნეს ასოციაციებიდან დეტალური ინფორმაციები მივიღოთ და გამოუპასუხისმგებლომა მაქსიმალურად შემცირდეს. არსებული კანონმდებლობა კომპანიებს არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკური ინფორმაციები გასცენ, ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და თუ ისინი თანახმა არიან, რომ ასეთი ინფორმაციები გასცენ ეს ჩვენი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ ჩვენ ამ კომპანიებს ვთავაზობთ ყოველთვირრ დარგობრივ სტატისტიკურ ინფორმაციებს, რაც მათი მუშაობისათვის მნიშვნელოვანია"- განაცხადა "საქსტატის" ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ.
"საქსტატსა" და დარგობრივ ასოციაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი განსაზღვრავს ხელმომწერ მხარეთა შორის თანამშრომლობის პრინციპებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქსტატსა და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის და სასურველი ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე.
"მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმა მჭიდროთ ითანამშრომლოს საქსტატთან. ჩვენ ამის მაგალითი ბიზნეს უკვე მივეცით და სტატისტიკის ეროვნულ სამ,სახურთან აქტიურად ვთანამშრომ,ლობთ რაც გამოპასუხების დონეს ზრდის", _ განაცხადა "ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენელმა ვახტანგ ბალიაშვილმა.
საქსტატსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას.
ამასთან, საქსტატისათვის ბიზნეს წრეების მხრიდან სანდო და საიმედო სტატისტიკური ინფორმაციის დროულად წარმოდგენა ხელს შეუწყობს საქსტატის სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხისა და საიმედოობის ზრდას.