კასპის რაიონში ხანძრმა 200 ჰექტარი საძოვარი გაანადგურა.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ცეცხლი წუხელ მცხეთის რაიონ სოფლე ნიჩბისში გაჩნდა, რომელიც ქარის გამო კასპის რაიონ სოფელ კავთისხევშიც გავრცელდა. დამწვარია 200 ჰექტარი საძოვარი.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად გორის და კასპის სახანძრო სამსახური იყო მობილიზებული, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება დაახლებით ორ საათში მოახერხეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა ან მაღალი სიცხე შეიძლება გამხდარიყო.