დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) დარგობრივ ასოციაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისში, 11:00 საათზე გაიმართება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სულ ხუთ დარგობრივ ასოციაციასთან გამოფრმდება. ესენია: "საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია", "საქართველოს ბანკების ასოციაცია", "ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია", "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია" და "ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭო".
მემორანდუმი განსაზღვრავს ხელმომწერ მხარეთა შორის თანამშრომლობის პრინციპებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქსტატსა და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის და სასურველი ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე.
საქსტატსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას.
ამასთან, საქსტატისათვის ბიზნეს წრეების მხრიდან სანდო და საიმედო სტატისტიკური ინფორმაციის დროულად წარმოდგენა ხელს შეუწყობს საქსტატის სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხისა და საიმედოობის ზრდას.