ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2018-ს. მსმენელის წინაშე წელს 60-ზე მეტი არტისტი წარდგება, მათ შორის: Tom Odell, Rosin Murphy, Rejjie Snow, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო, მიშო ურუშაძესთან ერთად და სხვები.
TBILISI OPEN AIR 2018 - 22, 23 და 24 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE) კიდევ უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. ფესტივალზე მოსულ მსმენელს TBILISI OPEN AIR 2018 საფესტივალო ქალაქში სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს.
ინტერესი ფესტივალის მიმართ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდია, ტურისტული ნაკადის შემოსვლა დაგეგმილია შემდეგი მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.
Tbilisi open air-ის მეგობარი კომპანიაა თიბისი ბანკი, რომელთანაც ფესტივალს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ინფორმაცია ბილეთების შესახებ:
28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, ონლაინ, tkt.ge-ზე, გაიყიდება მხოლოდ სამდღიანი აბონემენტი, Early Bird, რომლის ფასიც 110 ლარია, თი ბი სი ბანკის ნებისმიერი ბარათით ყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს 20%-იანი cashback სისტემა. 17 აპრილიდან დაიწყება ყოველდღიური ბილეთების გაყიდვაც. აბონემენტის საბოლოო ფასი კი გახდება 170 ლარი.
ფესტივალის ისტორია:
შეგახსენებთ, რომ TBILISI OPEN AIR არის ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელმაც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.
TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდ კულტურულ მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი.
TBILISI OPEN AIR 2018-ის პარტნიორები:
TBILISI OPEN AIR 2018-ის მეგობარი კომპანია - TBC ბანკი
TBILISI OPEN AIR 2018-ის ბრენდინგი - კრეატიული სააგენტო HOLMES & WATSON
TBILISI OPEN AIR 2018-ის სპონსორები: „აისი”, Check in Georgia, მასტერქარდი, LTFR, თბილისის მერია, სტარტაპ მარკეტი, ლიკანი.
TBILISI OPEN AIR 2018-ის მედია პარტნიორები: რუსთავი 2, იბერია, არტ-არეა, მაი ვიდეო, BM.GE, რადიო ენერჯი, ავტო-რადიო, რადიო შოკოლადი, On.ge, ინდიგო, marketer.ge, NETGAZETI.GE, LIBERALI.GE, TABULA.GE, AT.GE, ADJARANET.GE
TBILISI OPEN AIR 2018 Lineup:
22 JUNE
MAIN STAGE
KAYAKATA || REJJIE SNOW || BEARDYMAN || EKO & VINDA FOLIO || CHE LINGO || TOYSHEN
EYE STAGE
ROMAN FLÜGEL || CLEVELAND || AUTUMN TREE [LEON] || LIZA RIVS || VAKO T b2b MZHAVIA
GARDEN STAGE
AVALON || RITMO || FUNGUS FUNK || ACIDWAVE || KATANA
SINGER JAZZ STAGE
REZO KIKNADZE QUINTET
23 JUNE
MAIN STAGE
RÓISÍN MURPHY || RACHAEL YAMAGATA || PAPOOZ || ST. NUDES || MOKUMOKU || KILLAGES
EYE STAGE
ALEX NIGGEMANN || MATTHIAS MEYER || SASCHA SIBLER || BACHO b2b TOMMA || BERO || STIMMHALT || PRØMESCU
GARDEN STAGE
YESTERMORROW || KALA || OOGWAY || MARCUSS || ANCIENT OM || ELLARGE || SPACE TERIYAKI || ELDARIO || TABU || BEKA TALAKHADZE
SINGER JAZZ STAGE
DINI VIRSALADZE TRIO || BLUE MOOR || LASHA ABASHMADZE QUINTET
24 JUNE
MAIN STAGE
TOM ODELL || R.O x KONOBA || GREEN ROOM || SALIO || SOPHIE VILLY || NEWCOMER 2018
EYE STAGE
SUPER FLU || GIO SHENGELIA || INNELLEA || DASTIA || SO LAUT || BEKUCHI
GARDEN STAGE
ANTHILL || ADDITIVV || OBRI & ZEN || NEVERTHESAME || DIMITREE || INFEST || DM3 || KALRATRY || KAYA MATU || RA
SINGER JAZZ STAGE
ZURA RAMISHVILI TRIO || AMAZE || PAPUNA SHARIKADZE TRIO FEAT. MISHO URUSHADZE