ზუგდიდში ახალი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაესწრო.
საწარმო ქართულ-კანადური ინვესტიციით აშენდა და მასში ძირითადად დევნილები დასაქმდნენ.
კომპანია "ზახილნათ იმპექსის" მიერ წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზარი ძირითადად კანადა და ეგვიპტე იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ახალი საწარმოების გახსნით ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, რაც საქართველოს ეკონომიკას აძლიერებს.
კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ქართულ თხილს მალე ამერიკის ბაზარზეც გაიტანენ