დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის ახალი პლაჟი შვილთან - ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მოინახულა. ამის შემდეგ იგი ვერტმფრენით მესტიაში გადაფრინდა და ბავშვთა შორის სამთო-სათხილამურო ტურნირს დაესწრო.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც შესაძლებელია ცურვა ტროპიკულ პლაჟზე და 2 საათის სავალზე თხილამურებით სრიალი.
"იანვრიდან ჩვენ ვიწყებთ რეკლამას მსოფლიოში საქართველოს შესახებ, რომ საქართველო არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც შეგიძლია იცურაო ტროპიკულ პლაჟზე, ანაკლიაში და ასევე შეგიძლია ორ საათში თხილამურებზე ისრიალო", _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.