13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი~ აწყობს ლოცვით მსვლელობას მეტეხის ხიდის მიმართულებით, სადაც მისი უწმინდესობა გადაიხდის სადღესასწაულო პარაკლისს და დალოცავს მსვლელობაში მონაწილე მრევლს.
მოქალაქეების მობილიზება დედაქალაქის სხვადასხვა ადგილში მოხდება. 12:00 საათზე მოქალაქეთა ნაწილი დიდუბის პანთეონიდან და ვაკის პარკიდან დაიძვრება, 13:00 საათზე სპორტის სასახლიდან, გადასასვლელი ხიდიდან და მეტროსადგურ "ისნიდან",
14:00 საათზე კი სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან.
16:00 საათზე მისი უწმინდესობა მეტეხის ხიდზე პატივს მიაგებს 100 000 წამებულ ქართველს და გადაიხდის პარაკლისს. 16:30 საათზე ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით მიმართავს მსვლელობაში მონაწილეებს და დალოცავს მრევლს.
17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყობა ქართული ხალხური სიმღერისა და პოეზიის საღამო.