უკრაინის შს სამინისტროს ყოფილმა ექს-გენერალმა ალექსეი პუკაჩმა 2000 წელს მოკლული უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის შემკვეთად უკრაინის იმდროინდელი შს მინისტრი იური კრავჩენკო დაასახელა.
ამას გარდა, პუკაჩმა ასევე განაცხადა, რომ იგი იყო მოწმე კრავჩენკოს საუბრებისა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან ლეონიდ კუჩმასთან. მისივე თქმით, იგი პირადად წარადგინეს სპიკერთან ვლადიმერ ლიტვინთან ღონღაძის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
ლიტვინმა, მაშინდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კრავჩენკოს კაბინეტში შეიარა. იქ ასევე იმყოფებოდნენ შს სამინისტროს გენერლები: აწ გარდაცვლილი (დიდი ხანი კომაში იყო და მხოლოდ ერთი წლის წინ გარდაიცვალა) ედუარდ ფერე, ასევე ახლანდელი დეპუტატი-რეგიონალი ნიკოლაი დჟიგა, რომელიც ამჟამად ვინიცკის ოლქის გუბერნატორია.
პუკაჩის თქმით, თავის მოჭრისა და გიორგი ღონღაძის ცხედრის სხვა ადგილზე დამარხვის ბრძანება, მან კრავჩენკოს კაბინეტში მომხდარი ამ ამბებიდან მეორე დღეს მიიღო, თითქოს "კვალის დაფარვისათვის". ვინაიდან იმის გამო, რომ სხვა და სხვა ადგილებზე დამარხული თავი და ტანი გამოძიების გახსნას მნიშვნელოვანწილად უშლიდა ხელს.
გაზეთ "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, პუკაჩს შეეშინდა, რომ ამ ისტორიაში ბოლო ადამიანი ის გახდებოდა და ამიტომაც საფლავში ის სამკაული ჩააგდო რომელიც ჟურნალისტს ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ალექსეი პუკაჩი, ჟურნალისტის მკვლელობიდან 9 წლის შემდეგ დააკავეს. ოფიციალური ვერსიის სწორედ პუკაჩი მიიჩნევა გიორგი ღონღაძის მკვლელობის შემსრულებლად.