"ხარისხის კვირეულის" ფარგლებში დღეს ბათუმის ახალ ბულვარში გრანდიოზული ზომის, 6 მეტრიან აჭარული ხაჭაპური გამოცხვება. მისი დაგემოვნების საშუალება კი ნებისმერ მსურველს შეეძლება.
კვირეუკლის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს. დაგეგმილია ასევე კონკურსების, ვიქტორინებისა და გათამაშებების მოწყობა.
ბათუმში "ხარისხის კვირეული" გუშინ ოფიცილაურად გაიხსნა. ოთხი დღის განმავლობაში ახალ ბულვარში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. მონაწილეობას 40-მდე ქართული კომპანია იღებს. ისინი ხარისხის ნიშნის მოპოვებისთვის იბრძვიან. მათ შორისაა 11 აჭარაში მოქმედი საწარმო.
კვირეული საქართველოს "ხარისხის ფონდის" ეგიდით ტარდება. აჭარის ხარისხის კვირეულის ჩატრების ერთ ერთი ორგანიზატორი ევროპის ხარისხის ორგანიზაციაა. მომავალი წლისთვის კი კვირეულს საერთაშორისო სტატუსი უნდა მიენიჭოს და იგი "ევროპის ხარისხის კვირეულთა" კალენდარშიც შევა.