საბჟო-გამშვები პუნქტები H1N1 ვირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მუშაობენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გააკეთა.
ანტიკრიზისულმა საბჭოს დღეს H1N1 ვირუსის პრევენციის ზომებთან დაკავშირებით სათანადო უწყებების მხრიდან ინფორმაცია მოისმინა. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, სამედიცინო პერსონალს შესაბამისი ტრენგი აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით გავლილი აქვს, ქვეყანაში არსებობს მედიკამენტების, ასევე პირბადეების საკმარისი ოდენობაც. უახლოეს დღეებში კი სამინისტრო დაიწყებს აქტიურ კამპანიას მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით.
რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების კონტროლს, იმნაძე აცხადებს, რომ "საბაჟო-გამშვებ პუნქტებს აქვთ საკარანტინო სამსახურები და ისინი მუშაობენ ჩვენი რეკომენდაციებით. ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყენაში ჩამოდის გადაეცემათ სპეციალური "სამახსოვრო~, სამახსოვროს მეშვეობით მათ იციან, ვის და სად უნდა მიმართონ~.