ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინ-მედვედევს შორის თანამდებობების გაცვლა მოხდება.
"მთავარი ახლა ის არის დიმიტრი მედვედევი ბოლომდე დაიცავს თუ არა ვლადიმერ პუტინთან "ჯელტმენური შეთანხმებას". დღეს ეჭვი არავის არ ეპარება, რომ მათ შორის მოხდა შეთანხმება, რომ მედვედევი პუტინს პრეზიდენტის პოსტს ოთხი წლით შეუნახვდა. ახლა კი ყველაფერი უკვე დამოკიდებულია იმაზე, რომ რამდენად სიტყვის კაცი აღმოჩნდება მედვედევი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
მისივე შეფასებით, პოლიტიკოსები სიტყვას არასდროს არ ინახავენ და მხოლოდ გარემოების მიხედვით მოქმედებენ, ამიტომ 2012 წლისთვის ყველაფერი დამოკიდებული იქნება პუტინის რეიტინგზე და მის რეალურ შესაძლებლობებზე.
"ჯერჯერობით პუტინი ახერხებს მთავარს - ძალოვან სტრუქტურებს, სპეცსამსახურებს, უშიშროებას, შსს სპეციალური დანიშნულების რაზმებს პირადად აკონტროლებს და თუ ეს შეინარჩუნა 2012 წლამდე მერე პუტინსა და მედვედევს შორის რასაკვირველია თანამდებობების გაცვალა მოხდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მედვედევს როგორც პრეზიდენტს მსოფლიოში არავინ არ აღიქვამს", - განაცხადა ცინცაძემ.
ექსპერტის თქმით, მედვედევი ახალგაზრდა ამიტომ პუტინი პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ორი ვადით იქმნება არჩეული, რის პრეზიდენტის პოსტს მედვედევს დაუთმობს.
"თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა რუსეთის პოლიტიკაში ჩვენ მომსწრენი ვიქნებით პუტინ-მედვედევის თანამდებობის გაცვალ-გამოცვლის. რაც შეეხება მესამე კანდიდატს - ის აუცილებლად მოიძებნება, რომ შეიქმნას დემოკრატიის შირმა", - აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე თქმით, რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდ მნიშვნელობა მიენიჭება ასევე რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით, ასევე გაზის და ნავთობის ღირებულებაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკის წარმატებით დასრულებაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დაახლოებული ძალების დაპირისპირება არ სურს.
მისივე თქმით, "არ ვიცი ვინ იყრის კენჭს 2012 წლის არჩევნებში, შეიძლება ეს იყოს მედვედევი, შეიძლება პუტინი, ან შეიძლება ვინმე მესამე".