რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, მინსკზე რუსეთის ზეწოლა სავარაუდოდ შედეგს ვერ გამოღებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" იაკობაშვილმა განუცხადა, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ დადებულ პირობებს უნდა გადახედოს.
"მედვედევმა პირობა დადო, რომ რუსეთს დემოკრატიულს გახდიდა, მაგრამ არ ასრულებს. რაც შეეხება მინსკზე ზეწოლას - კრემლის მხრიდან ის მუდმივად განხორციელდება სანამ რუსეთი ისეთი ქვეყანა იქნება როგორიც ახლაა", _ აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე შეფასებით, მოსკოვი ეცდება ზეწოლა განახორციელოს არა მხოლოდ ბელორუსზე, არამედ ყველა ქვეყანაზე, რომ მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარონ. თუმცა იაკობაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ამ ზეწოლას შედეგები არ მოყვება.
მასალის გამოყენების პირობები