რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან ყველა დონეზე თანამშრომლობა. ამის შესახებ იაკობაშვილმა ოპოზიციის იმ წარმომადგენლების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო პეროდში საქართველოში ჩამოსული დელეგაციბს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
"ყველა ვიზიტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანია. ეს ის ხალხია, რომლებიც კონგრესმენებს რეკომენდაციებს უწევენ. ჩვენ გვქონდა ისეთი შემთხვევბიც, როცა კონგრესმენები ჩვენ მხარს გვიჭერდნენ, მაგრამ მათი თანაშემწეების რეკომენდაციები ჩვენ ინტერესებთან მთლად შესაბამისობაში არ მოდიოდა, ამიტომ მათთან ყველა დონეზე უნდა ვითანამშროლმლოთ", - განაცხადა იაკობაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მისივე თქმით, ეს კარგად უნდა ესმოდეს ოპოზიციას და იაკობაშვილის განცხადებით, ის ვინც აშშ-ს კონგრესის მუშაობას იცნობს, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმენების თანაშემწეების დელეგაცია საქართველოში იმყოფება. ისინი უკვე შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს. კონგრესის დელეგაცია საქართველოს 7 აგვისტოს დატოვებს.