მომავალ კვირას რუსეთი და აშშ პირველად თავიანთი სამხედრო-საჰაერო ძალების მონაწილეობით ერთობლივ კონტრტერორისტულ სწავლებას ჩაატარებენ. სწავლებაში ასევე ჩართული იქნება სამოქალაქო ავიადიპეჩერული სამსახურები. განცხადება ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმიური თავდაცვის გაერთიანებულმა სარდლობამ გააკეთა.
მათი ინფორმაციით, სწავლება სახელწოდებით "Vიგილანტ Eაგლე" ("თვალმარდი არწივი") 8-11 აგვისტოს ან დაახლოებით ამ ვადაში ჩატარდება.
სწავლების ხელმძღვანელობა ორი ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ცენტრებიდან წარიმართება _ ხაბაროვსკიდან და ელმენდორფის ბაზიდან (ალიასკის შტატი) რუსეთის ფედერაციული აერონავიგაციური სამსახურისა და აშშ-ს ფედერალური საავიაციო სამმართველოს სპეციალისტების დახმარებით.
სწავლების სცენარის მიხედვით, ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ამერიკული სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელიც საერთაშორისო რეისს ასრულებდა. ტერორისტების ხელში ჩავარდნის შემდეგ ხომალდსა და გარესამყაროს შორის კავშირი წყდება.
სწავლების ძირითადი მიზანი - გატაცებული ხომალდის თანხლება და მასზე კონტროლის მეორე ქვეყნის კოლეგებისათვის გადაბარებაა.