რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გამცხადებით, მან ჯერ არ იცის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ დაახლოებული ძალების დაპირისპირება არ სურს.
ამის შესახებ მედვედევამა სოჭში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"არ ვიცი ვინ იყრის კენჭს 2012 წლის არჩევნებში, შეიძლება ეს იყოს მედვედევი, შეიძლება პუტინი, ან შეიძლება ვინმე მესამე", - განაცხადა მედვედევმა და აქვე დასძინა, რომ "ამაზე ფიქრი ყველა შემთხვევაში აუცილებელია".
ამასთან, მედვედევის შეფასებით, აუცილებელია ქვეყნის სტაბილურად წინასწარ განსაზღვრული სცენარით ვითარდებოდეს.
"ამაზე ფიქრობს პუტინიც, მეც და ამაზე უნდა იფიქროს იმ ადამიანმაც ვინც ჩემს შემდეგ მოვა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის და მედვედევის შესაძლო დაპირისპირებას, დიმიტრი მედევედევმა აღნიშნა, რომ მას ეს არ სურს, რადგანაც "დაახლოებულ ძალებს შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირისპირება ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს".