საფრანგეთში სამმა მეგობარმა ლატარეა "ევრომილიონში" ერთი მილიონი ევრო მოიგო. იუწყება გაზეთი "20minutes".
სამი ფრანგი მოქალაქე გახდა ბედნიერი მფლობელი ერთი მილიონისა, რომელიც 23 თებერვალს გათამაშდა, თუმცა მედიამ ამის შესახებ ერთი თვის დაგვიანებით შეიტყო.
გამოცემის თანახმად, მეგობრები რომლებიც გაიყოფენ ერთმანეთში ამ თანხას, სისტემატურად თამაშობდნენ ერთობლივად ლატარეას. როცა ისინი მივიდნენ ჯიხურში ბედნიერი ბილეთის შესამოწმებლად, დარწმუნებულები იყვნენ რომ ორ ევროს მოიგებდნენ. როგორ აპირებენ ისინი ამ თანხის დახარჯვას, უცნობია.
ცნობისთვის, ევრომილიონის პირველი გათამაშება 2004 წელს ჩატარდა: საფრანგეთში, ესპანეთში და დიდ ბრიტანეტში. 2004 წლის ოქტომბერში ლატარეას კიდვ 6 ქვეყანა შეუერთდა: ლუქსემბურგი, ბელგია, შვეიცარია, პორტუგალია, ირლანდია და ავსტრია.