საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გოდერძის უღელტეხილიდან ბეშუმში ჩავიდა. პრეზიდეენტმა ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათ ყველა დაპირებას შეუსრულებს.
პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ომში საქართველოს მხრიდან პროცენტულად ყველაზე მეტი აჭარელი იბრძოდა და ყველაზე მეტი პროცენტულად სწორედ აჭარის წარმომადგენლები დაიღუპნენ. პრეზიდენტმა ომში გამოჩენილი გმირობის გამო აჭარელებს სრულიად საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა.
"არასდროს არ დამავიწყდება ის, რომ როდესაც 2008 წელს საქართველოს ბარბაროსები შემოესივნენ, ჯარში ყველაზე მეტი პროცენტულად აქედან წავიდა და პროცენტულად ყველაზე მეტი დაიჭრა აქედან, ყველაზე მეტი დაიღუპა აქედან და ერთი აჭარელი უკან არ გაქცეულა, ერთს ზურგი არ უჩვენებია მტრისთვის, ერთს არ შეშინებია. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სრულიად საქართველოს სახელით თვითეულ თქვენგანს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანვე, აჭარელებს პირობა მისცა, რომ არც ერთი სოფელი ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულების გარეშე არ დარჩება.
"წელს რაც ყველი დახ ორცი გაუშვით ბარში ყველაფერი გაიყიდა უკეთესად ვიდრე შარშან და რიგიც იდგა წინა წლებისგან განსხვავებით და მინდა გითხრათ ყოველ წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობა ორმაგდება და ყოველ წელს ორჯერ მეტი ყველი, ხორცი, რძე და თქვენი მონაგარი დაგვჭირდება. აქ არ დარჩება არც ერთი სოფელი, არც ერთი შეუსრულებელი დაპირებით, იმიტომ ჩვენ არ გპირდებით, მე ჩამოვდივარ იმისათვის, რომ მოგახსენოთ იმის შესახებ რაც გავაკეთეთ და მინდა გკითხოთ კიდევ რა გჭირდებათ", - განაცხადა პრეზიდენტმა.