ბულგარელი არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ მათ იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს.
ბულგარეთის ქალაქ სოზოპოლში, ბურგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა და სწავლულ არქეოლოგთა თანდასწრებით, გახსნილია რელიქვარიუმი, რომელიც პროფესორ კაზიმირ პოპკონსტანტინოვის ექსპედიციამ წმინდა ივანეს კუნძულზე აღმოაჩინა.
მარმარილოს სარკოფაგის შიგნით აღმოჩნდა ხელის მტევნის ნაწილები, თავის ქალის ძვლები და კბილი, რომლებიც პოპკონსტანტინოვის მტკიცებით წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეკუთვნის.
ნაციონალური ისტორიული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, პროფესორი ბოჟიდარ დიმიტროვი კი დარწმუნებულია, რომ აღმოჩენილი წმინდა ნაწილები სწორედ იოანე ნათლისმცემელს ეკუთვნის.
"დარწმუნებულნი ვართ, რომ უდიდესი წმინდანის წმინდა ნაწილების პოვნით სოზოპოლი მეორე იერუსალიმად იქცევა და მომლოცველთა შორის ძალიან პოპულარული გახდება", _ განაცხადა დიმიტროვმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში წმინდა ნაწილების ანტროპოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდება.