ინტერნეტში გავრცელებულმა საიდუმლო დოკუმენტებმა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლე. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა განაცხადა.
"ამ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან მოწინააღმდეგეებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩვენს მეთოდებსა და ტაქტიკას გაეცნონ რაც ჩვენ სამხედროებს და წყაროებს საფრთხეს უქმნის"_ განაცხადა გეიცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ wikiLeaks ეკისრება სრული მორალური პასუხისმგებლობა ამ მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რადგან ეს გაკეთდა ყოველგვარი მოსალოდნელი შედეგების გათვლის გარეშე.