ე. წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში სარეკლამო კამპანიის დაწყებას გეგმავს.
"ვირუსთან დაკავშირებით მოხდება საინფორმაციო უზრუნველყოფა, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, როგორ აიცილოს თავიდან ეს დაავადება", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარე სამთავრობო კომისიის სხდომაზე.
ჯანდაცვის მინისტრს ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ინტენსიური ინფორმირება პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა დაავალა.